„ოსკარის“ დაჯილდოების ოთხსაათიანი ცერემონია, როგორც აღმოჩნდა, მოდელ კრისი ტეიგენისთვის ზედმეტად დამღლელი იყო. ღონისძიების მსვლელობის დროს, კრისმა მეუღლის, ჯონ ლეჯენდის მხარზე თავი ჩამოდო და დაიძინა. შესაბამისი ფოტოები კი სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში.
მძინარე მოდელი კამერებმა სწორედ მაშინ დააფიქსირფეს, როდესაც პრემიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნომინაციების, „საუკეთესო მსახიობი მამაკაცისა“ და „საუკეთესო მსახიობი ქალის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
თავად ტეიგენს ან მის მეუღლეს ამ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ფოტო