როგორც ცნობილია, პრინცესა დიანას შესახებ ფილმს „სპენსერს“ იღებენ, რომელიც მისი ცხოვრების იმ ეტაპს ასახავს, როდესაც მან პრინც ჩარლზთან განქორწინება გადაწყვიტა.
ფილმის რეჟისორი პაბლო ლარაინი იქნება და მას სტივენ ნაითის სცენარის მიხედვით, მომავალ წელს გადაიღებენ.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრინცესა დიანას როლს 30 წლის ამერიკელი მსახიობი, კრისტენ სტიუარტი შეასრულებს. „ბინდის“ ვარსკვლავისთვის ეს პირველი, სერიოზული ავტობიოგრაფიული როლი იქნება.