LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიზისიდან გამოსვლისთვის გახარიამ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე მთელმა პოლიტიკურმა ელიტამ ხელისუფლებიან, ოპოზიციანად: ხუხაშვილი

224
xuxashvili

ექსპერტი გია ხუხაშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. როგორც ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, გახარიამ ამ ნაბიჯით იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე მთელმა “პოლიტიკურმა ელიტამ ხელისუფლებიან ოპოზიციანად”.

ექსპერტი ამბობს, პრემიერის გადადგომამ შანსი გააჩინა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.

“ორზე ცოტა მეტი სიტყვა გახარიას ლაიქებსა და დისლაიქებზე.

პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენში მხოლოდ პოლიტიკური ელიტა კი არა, მთელი საზოგადოებაა პოლარიზებული და რადიკალიზებული. შუა აქაც გაკრეფილია – ან ანგელოზი ხარ, ან უკანასკნელი ნაძირალა. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვწუწუნებთ და ცვლილებებს ვითხოვთ, რეალურად არაფრის შეცვლა არ გვინდა.

"გახარიას ფოტოს იმაზე მეტი ლაიქი აქვს, ვიდრე პარტიების სრულ უმრავლესობას ბოლო არჩევნებში" - გახარიას სელფი ინტერნეტს იპყრობს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სელფი, რომელიც მან წასვლამდე თანამშრომლებთან ერთად გადაიღო, გაზიარების, კომენტარების და “ლაიქების” რაოდენობით რეკორდს ხსნის. ყოფილმა პრემიერმა სელფი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა და მალევე დაიპრყო სოციალური ქსელი და ფოტომ ქართული ინტერნეტისთვის წარმოუდგენელი მხარდაჭერა მოიპოვა. ფეისბუქზე კომენტარებში წერენ, რომ “ყოფილი პრემიერის ფოტოს იმაზე მეტი ლაიქი აქვს, ვიდრე პარტიების სრულ უმრავლესობას ბოლო არჩევნებში”. […]

სინამდვილეში გახარია არც ანგელოზია და არც ნაძირალა, უბრალოდ ისტორიულმა პროცესმა ის დატვირთა როგორც ცოდვებით, ასევე წარმატებებით.

ჩვენც მას, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, ასე უნდა შევხედოთ, მთელი თავისი სირთულეებით და არა ზედაპირულად, პლაკატურად ვაფასოთ საკუთარი შეხედულებების, ან პოზიციების შესაბამისად.

ფაქტი ერთია – მისმა დღევანდელმა ნაბიჯმა გააჩინა პოლიტიკური პროცესის კორექტირების შანსი უკეთესობისკენ. ანუ, კრიზისიდან გამოსვლისთვის მან გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე მთელმა პოლიტიკურმა ელიტამ ხელისუფლებიან, ოპოზიციანად. ჩვენ კი ნაცვლად იმისა, რომ ეს შანსი დავინახოთ და გამოვიყენოთ, მისი ძველი ცოდვების განხილვით ვართ დაკავებული, ან მისი პერსონით აღფრთოვანებული.

მეგობრებო, მისი დღევანდელი ნაბიჯის დაფასება არ ნიშნავს ძველი ცოდვების განულებას. მისი პლიუსების და მინუსების სალდო შედგება და დავინახავთ რა გადაწონის. ახლა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გამოვიყენოთ შანსი, რომელიც მისმა გადადგომამ გააჩინა. ეს არის მთავარი”,-წერს გია ხუხაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g