LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუჭავა ჟურნალისტებს: გთხოვთ, დავიწყნაროთ ნერვები

48
კუჭავა

გთხოვთ, დავიწყნაროთ ნერვები და ყველამ, ჩვენი საქმიანობით, ხელი შევუწყოთ ჯანდაცვის სისტემას, მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ჟურნალისტების კითხვას: „ექიმების ნაწილის აზრით, ხელისუფლებამ ვაქცინაციის კამპანიის მიმართულებით დააგვიანა“.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, რომ ყველას აქვს უფლება, ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო ახალი შტამის გამო ძალიან რთულ მდგომარეობაშია.

„ყველას უფლებაა, საკუთარი მოსაზრება ჰქონდეს ამა თუ იმ საკითხზე. ფაქტი ერთია – არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო ახალი შტამის გამო ძალიან რთულ მდგომარეობაშია – ყველა ხელისუფლების ბრალი გამოდის?

გთხოვთ, დავიწყნაროთ ნერვები და ყველამ, ჩვენი საქმიანობით, ხელი შევუწყოთ ჯანდაცვის სისტემას, მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს, რაც, პირველ რიგში, გამოიხატება იმაში, რომ თავი შევიკავოთ დეზინფორმაციისგან“,- განაცხადა კუჭავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g