LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუჭავას რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა სურვილი ამ დიდ პროექტში მიეღო მონაწილეობა: გურამ მაჭარაშვილი

112
გურამ მაჭარაშვილი

კახა კუჭავას მიერ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას ეხმაურებიან მმართველ პარტიაში. 

ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, კახა კუჭავას რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა სურვილი, რომ ამ დიდ პროექტში მიეღო მონაწილეობა, რაზეც ჯერ-ჯერობით მმართველ გუნდში მეტი კონკრეტიკისაგან თავს იკავებენ.

“კახა კუჭავამ საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები დატოვა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ. დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილიც ასევე წარმატებული თავმჯდომარე იქნება,”- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილს მომდევნო კვირაში დაამტკიცებენ – რიგგარეშე სხდომა 29-30 ოქტომბერს არის ჩანიშნული. სპიკერს საკანონმდებლო ორგანო სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ კი, გადადგომის შესახებ გუშინ განაცხადა და აღნიშნა, რომ რჩება “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გუნდში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები