LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულება მაკრონის განცხადებაზე: რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთს ამცირებს

129
BeFunky-collage (2)

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მოწოდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პუტინის “შეცდომის” მიუხედავად, არ უნდა მოხდეს რუსეთის დამცირება.

პუტინის „შეცდომის“ მიუხედავად, რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული: ემანუელ მაკრონი

„რუსეთის დამცირების თავიდან აცილების მოწოდებებს მხოლოდ საფრანგეთის და ყველა სხვა ქვეყნის დამცირება შეუძლია. იმიტომ რომ რუსეთი, საკუთარ თავს თავად იმცირებს. ჩვენ ყველამ სჯობს ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ დავაყენოთ რუსეთი თავის ადგილზე. ეს მშვიდობას მოიტანს და გადაარჩენს სიცოცხლეს“, – წერს კულება Twitter-ზე.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში ომის შესაჩერებლად დიპლომატიური გამოსავალი მოიძებნოს და დასძენს, რომ მას სჯერა, პარიზი ამ კონფლიქტის დასრულებაში შუამავლის როლს ითამაშებს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g