LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – აქციის მონაწილეები დავით დოიაშვილს სოლიდარობას უცხადებენ

158
აქცია კულტურის სამინისტროსთან

კულტურის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ დავით დოიაშვილს, რომელიც გუშინ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლდა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „სოლიდარობა დავით დოიაშვილს, სოლიდარობა ანდრო ჭიჭინაძეს, არა რეპრესიებს!”.

აქციის მონაწილეების შეფასებით, დავით დოიაშვილის გათავისუფლება არის „ქართული ოცნების” მხრიდან გადადგმული მორიგი რეპრესიული ნაბიჯი.

კახა კალაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე: „საფუძველი არ ვიცი, მაგრამ რასაც ვუყურებ, თუ მას პოლიტიკაში შემოსვლა უნდა, შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას – თუ ხარ იქ, სადაც ხარ, მაშინ უნდა იმუშაო და მიხედო კონკრეტულ მიმართულებას“

„განსხვავებული აზრი შეიხლება ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს. უამრავი ადამიანია, მაგალითად, ჩემთანაც მერიაში, ვისაც აქვს განსხვავებული მოსაზრებები პოლიტიკურ საკითხებზე.“

ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება თავისუფალი სიტყვის ჩახშობას და ცენზურას ცდილობს.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილის გათავისუფლების მიზეზების განმარტებისას განაცხადა, რომ უწყების მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

შეგახსენებთ, „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „საპროტესტო მანიფესტი“ გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობი საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძეა, რამდენიმე თვეა გაფიცულია.

ამავე თემაზე იხილეთ ვრცლად:

„არ ვაღიარებთ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ“ – „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის“ დასი

„მივმართავ თეატრალურ კომფორტში ჩამთბარ და ჩაბიჟვინებულ „მოღვაწეებს..“ – რას წერს დათა თავაძე

„ეს არაა ერთი ადამიანის მოხსნა, ესაა თეატრის დახურვა. დოი არ დაიკარგება, ჩემი თეატრის კარიც ღიაა მისთვის“ – ავთანდილ ვარსიმაშვილი დოიაშვილის გათავისუფლებაზე

„12 წლიდან გიცნობ. ყოველთვის გამოირჩეოდი შენი ნიჭით, ერთგულებით და სამართლიანობით…შენ გაგიმარჯოს ჩემო მეგობარო“ – ეკა ნიჟარაძე

„ეს არის პასუხი მანიფესტს…ქუჩაში გამოსვლაა საჭირო“ – სოფო ნიჟარაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე

დათა თავაძე: „მორჩა შეფასებების დრო! მივდივარ ახალ თეატრთან! ყველა იქ დამხვდით, ან არადა არაფერს აზრი აღარ ჰქონია!!!“

ნათია ფანჯიკიძე: „რამდენი ხელმძღვანელი იცით, რომელიც უსამართლოდ დაჩაგრულ თავის თანამშრომელს ბოლომდე გამოექომაგება და თანამდებობასაც დაკარგავს? რამდენი რეჟისორი გვყავს დღეს, რომლის სპექტაკლებზეც მუდმივად ანშლაგია?

„დოი გაუშვეს და ჩვენ თეატრი აღარ გვაქვს!“ – გიგა დათიაშვილი

„დათო დოიაშვილის გათავისუფლება არასწორია, არასწორი“ – ქეთი დოლიძე

magti 5g