”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ბარამიძემ პრეზიდენტის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ფაქტიურად ”კუმ ფეხი გამოყო”. თუმცა, აღნიშნულს თავადაც ეთანხმება. ”ეს ის იშვიათი განცხადებაა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ ასამარებს”.
მისი თქმით, სწორედ დასავლელი კოლეგების მოწოდებაც ეს არის, რომ კონფროტაციის გარეშე შედგეს დიალოგი და სიტუაციის დაუყოვნებლივ განმუხტვაა საჭირო.
”ეს ის იშვიათი განცხადებაა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ ასამარებს, როგორც ის განცხადებები, რომ საქართველომ დაიწყო ომი ან სასწრაფოდ აზერბაიჯანმა მოლაპარაკებების გარეშე უნდა დაგვითმოს რაღაც, რაც სადავოა ან ამდაგავრი, ვალენტინობა ვალენტინა ტერეშკოვასთან დაკავშირებით დაწესებულაო და რაღაც ამ სისულელეებზე აღარ ვილაპარაკებ. ძალიან ტრივიალური და ”კუმ ფეხი გამოყო” წინადადებაა, რომელსაც ვეთანხმები, სწორედ ამას მოგვიწოდებენ ჩვენი დასავლელი კოლეგები, რომ კონფროტაციის გარეშე შედგეს დიალოგი. ჩვენ კონფრონტაციაზე არ მივდივართ და მზად ვართ დიალოგისთვის, ამას ვლაპარაკობთ ამდენი ხანია. ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ უნდა გამოავლინოს პასუხისმგებლობა თუ გააჩნია და შესაბამისად, გადადგას ის ნაბიჯი, რომელსაც ქართველი ხალხის ჯანსაღი ნაწილი, თვით სალომე ზურაბიშვილიც კი და რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები მოგვიწოდებენ”. – განაცხადა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ”საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი”.