უცხოელი ტურისტები კუნძულ ბალიზე ამიერიდან 150 000 რუპიის ოდენობის ($9.60) ტურისტულ მოსაკრებელს გადაიხდიან.
ინდონეზიის ხელისუფლების განმარტებით, გადასახადის დაწესების მიზანი კუნძულის გარემოსა და კულტურის დაცვაა. ტურისტები მოსაკრებელს კუნძულზე ჩასვლამდე სპეციალური ვებგვერდიდან (Love Bali) გადაიხდიან.
კუნძული ბალი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, თავს იწონებს თვალწარმტაცი პეიზაჟებით, ხელუხლებელი პლაჟებითა და სერფერებისთვის მიმზიდველი ტალღებით.
2023 წელს კუნძულმა ბალიმ 4.8 მილიონ ტურისტს უმასპინძლა.