LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუნძულ ზმეინის გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის სიტუაციას შავ ზღვაში – ვოლოდიმირ ზელენსკი 

95
1651589423-ვოლოდიმირ-ზელენსკი-2

კუნძულ ზმეინის გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის სიტუაციას შავ ზღვაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 127-ე დღის ბოლოს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღევანდელი დღის სიტყვა ნამდვილად არის კუნძული ზმეინი. ამდენი ამ კუნძულზე მხოლოდ მაშინ ვისაუბრეთ, როდესაც იქ რუსული გემი ჩავიდა. შემდეგ გემიც სამუდამოდ წავიდა და ახლა კუნძულიც თავისუფალია. მინდა, მადლობა ვუთხრა დაზვერვის მთავარ სამმართველოს, ალფას მებრძოლებს, ჩვენს არტილერისტებს, არმიის პილოტებს, „ალექსანდრიას“ მეთაურებს. კუნძული ზმეინი არის სტრატეგიული პუნქტი და მნიშვნელოვნად შეცვლის სიტუაციას შავ ზღვაში. ეს ჯერ არ არის უსაფრთხოების გარანტია. ეს ჯერ კიდევ არ არის გარანტია, რომ მტერი არ დაბრუნდება. მაგრამ ეს მნიშვნელოვნად ზღუდავს ოკუპანტების მოქმედების შესაძლებლობას. ჩვენ თანდათანობით გავაძევებთ მათ ჩვენი ზღვიდან, ჩვენი მიწიდან და ციდან“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიტუაცია დონბასში განსაკუთრებით მძიმეა და ყველა, ვინც ქვეყნის აღმოსავლეთში იბრძვის, გმირია.

„დონბასში სიტუაცია ძალიან მძიმეა. მტერი იყენებს მთელ თავის მარაგს, რომ ჩვენ დაგვარტყას – ლუგანსკსა და დონეცკში. მინდა, ყველას მადლობა ვუთხრა, ვინც ასეთ სიტუაციაში იცავს ქვეყანას. ეს ნამდვილი გმირობაა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g