LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურბეს შედევრს მუზეუმის ვიზიტორების თვალწინ გაუკეთებენ რესტავრაციას

109
43

პარიზის ორსეს მუზეუმში გიუსტავ კურბეს ერთ-ერთ ყველა ცნობილ ნამუშევარს – „დასაფლავება ორნანში“ – პირდაპირ დარბაზში, პუბლიკის თვალწინ გაუკეთებენ რესტავრაციას. პროცესი, რომელიც როგორც წესი, დამთვალიერებელთა თვალისგან დაფარულია, ამჯერად სპეციალური გამჭვირვალე კედლის მიღმა წარიმართება. სიახლის შესახებ The collector წერს.

ნახატი, რომლის ზომაც 3,15 მეტრი – 6,68 მეტრზეა, 50 წელია უკვე ხელუხლებელია: დროთა განმავლობაში საღებავი გახუნდა, ტილო დეფორმირდა. შედევრს რომ პირვანდელი სახე დაუბრუნონ, რესტავრატორები მას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით 18 თვის განმავლობაში სწავლობდნენ.

„დასაფლავება ორნანში“ – კურბეს ერთ-ერთი მთავარი ნამუშევარია, რომელიც XIX საუკუნის შუა წლებში შეიქმნა. ხელოვანმა სოფლის მოსახლეობა ნატურალურ ზომებში გამოსახა, თანაც ისეთი დეტალიზაციით რომ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია: კრიტიკოსები სცენას ზედმეტად მოკრძალებულად თვლიდნენ ასეთი მასშტაბის ნახატისთვის. თუმცა, სწორედ ამ მიდგომამ აქცია ტილო იმ დროის ხელოვნებისთვის რევოლუციურად.

რესტავრაცია ერთი წელი გაგრძელდება და თითოეულ ეტაპს ექსპერტები გააკონტროლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები