აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კურორტ „ბეშუმის“ განვითარების პროექტს ახორციელებს.
პროექტის მიზანია:
✅კურორტისა და მიმდებარე ტერიტორიების განვითარება;
✅ჯანსაღი და უსაფრთხო დასვენებისა და საცხოვრებელი გარემოს შექმნა;
✅კურორტის ეკონომიკური და კონკურენტუნარიანობის ზრდა;
✅ბუნებრივი რესურსების დაცვა და განვითარება;
✅საინჟინრო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა;
✅ტრადიციული და ალტერნატრიული ენერგიების გამოყენება.
სამინისტრო აცხადებს კონკურსს, ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ „ბეშუმი“-სა და მიმდებარე ტერიტორიების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის მომზადებაზე.
გამარჯვებულმა საპროექტო ტერიტორიის სტრატეგიული განვითარების ხედვა უნდა წარმოადგინოს.
➡https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge