კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტექნიკური სამუშაოების გამო, საბაგირო 7-დან 9 დეკემბრამდე არ იმუშავებს.
როგორც დედაქალაქის მერიაში აღნიშნავენ, საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.