LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კვალი არსად ჩანს”: დედოფლისწყაროში დაკარგული ბავშვების ოჯახები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ

483
DAKARGULI

დედოფლისწყაროში მეორე დღეა 11 და 14 წლის ბიჭებს ეძებენ. არასრულწლოვნების კვალი სოფელ ხორნაბუჯიდან ქრება. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი თბილისში, ერთ-ერთის ბიძასთან წასვლას გეგმავდნენ, თუმცა ადგილზე არ ჩასულან.

დედოფლისწყაროში ორი მოზარდი დაიკარგა

ერთ-ერთი არასრულწლოვანის ფოტოს “კურიერი” ოჯახის თხოვნით აქვეყნებს.

ოჯახი დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.

“საბანაოდ დადიოდნენ. პოლიცია ყველგან ეძებს, სკოლები, ტბები – სულ მოიარეს. არანაირი კვალი არსად არ არის. ბავშვის ბიძასთან დარეკეს მშობლებმა, აქ არ მოსულანო. კამერებიც შეამოწმა პოლიციამ, მაგრამ უშედეგოდ”, – განაცხადა ერთ-ერთი არასრულწლოვნის დედამ მაია ალბუთაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბარში. 

„ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, რომ დაკარგული მოზარდების მოსაძებნად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. დაკარგულ ბავშვებს ეძებენ ყველგან, დედოფლისწყაროშიც და თბილისშიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g