LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვებითი აშლილობა

103
კვებითი აშლილობა

კვებითი დარღვევა არის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

კვებითმა დარღვევებმა,შესაძლოა, გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა მეტაბოლური დარღვევები, სიმსუქნე, დიაბეტი ტიპი 2, არტერიული ჰიპერტენზია, ლიპიდური ცვლის დარღვევები, გულის ქრონიკული დაავადება, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები. არსებობს კვებითი დარღვევების სამი ტიპი: ნერვული ანორექსია; ნერვული ბულიმია; ჭარბი კვების დარღვევა. ნერვული ანორექსია შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში. ანორექსიის დროს ადამიანები მიმართავენ მკვეთრ კალორიულ დეფიციტს ან ზოგ საკვებს სრულად იღებენ რაციონიდან, ასევე, წონაში კლების სხვადასხვა მეთოდებს. ამგვარმა ქცევამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანრმთელობის სერიოზული პრობლემები. ნერვული ბულიმია არის ასევე სიცოცხლისთვის საშიში. მას ახასიათებს საკვების ჭარბი მოხმარების განმეორებადი ეპიზოდები, რასაც ჩვეულებრივ მოჰყვება გაწმენდის ეპიზოდები. ხოლო ჭარბი კვების დარღვევის დროს საკვების მიღება ხდება დიდი ოდენობით დროის მოკლე პერიოდში, თუმცა შემდეგ გაწმენდის ეპიზოდი არ მოჰყვება. ჭარბი კვების დარღვევის დროს ადამიანები მიირთმევენ მაშინაც კი, როდესაც არ აქვთ შიმშილის შეგრძნება და ხშირად კვების შემდეგ აქვთ უსიამოვნო სისავსის შეგრძნება.

პრობლემა ისეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობებიდან იწყება, როგორიცაა დაბალი თვითშეფასება, დეპრესია, შფოთვა, საკუთარი თავის კონტროლის დაკარგვის ან უსარგებლობის შეგრძნება. რისკ-ფაქტორებია: ოჯახის ისტორია, ფსიქიკური ჯანმრთელობა და სხვა პრობლემები, დიეტა და შიმშილი, ბულინგი წონის გამო, სტრესი. თანმხლები დაავადებებია: ფსიქიკური დარღვევები. ყველაზე გავრცელებულია: გუნება-განწყობის ცვლილებები და შფოთვითი აშლილობები, ალკოჰოლისა და სხვა მავნე ნივთიერებების ბოროტად გამოყენება და ბიპოლარული აშლილობა. მეტაბოლური დარღვევები არის დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მთავარი რისკ-ფაქტორი. მეტაბოლური დარღვევების მქონე მოზარდებში ორჯერ უფრო ხშირია კვებითი აშლილობები, ვიდრე პაციენტებში მის გარეშე.

კვლევებმა აჩვენა, რომ კვებითი დარღვევები ძალიან ხშირია შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1-ის მქონე ადამიანებში. კვებით აშლილობებს აქვს გენეტიკური წინასწარგანწყობა დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე პაციენტებში. ხშირია კვებითი აშლილობები დიაბეტი ტიპი 2-ის შემთხვევაშიც. მკურნალობა აერთიანებს ფსიქოლოგიურ დახმარებას, პროფესიონალი ექიმების ჩართვას (ენდოკრინოლოგი, დიეტოლოგი,ნუტრიციოლოგი), მედიკამენტოზურ მკურნალობას, ჯანსაღ კვებას და საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები