LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირას თბილისის რამდენიმე უბანში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

14

25 ოქტომბერს, „თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დილის 05:00 საათიდან 14:00 საათამდე დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, ინფორმაციას შსს ავრცელებს.

საქველმოქმედო გარბენი სტარტს დილის 10:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს. მარათონი დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ორ წრედ ჩატარდება.

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, გადაიკეტება: კრწანისის მოედანი – ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ორთაჭალჰესის მიმართულებით მარცხენა სანაპიროზე.

მოძრაობა დაიკეტება თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე რუსთაველის გამზირის მიმართულებით და ავტომანქანები იმოძრავებენ პ. მელიქიშვილის ქუჩიდან მ. კოსტავას ქუჩის მიმართულებით.

გადაიკეტება თამარ მეფის და დ.აღმაშენებლის გამზირების კვეთა, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმართულებით, ასევე მ. წინამძღვრიშვილის, დ.აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩები.

ასევე, აიკრძალება მოძრაობა თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რუსთაველის გამზირზე და ყველა მიმდებარე ქუჩაზე.

მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით:

სოლოლაკიდან კოტე აფხაზის ქუჩით გადაადგილება მოხდება ლ. ასათიანის და ოვანეს თუმანიანის ქუჩების გავლით, საიდანაც ავტომანქანები ჩავლენ გორგასლის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებენ ჯებირებით გაყოფილ გორგასლის ქუჩაზე, კრწანისის მოედნის მიმართულებით.
ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები გზას ჭონქაძის ქუჩით გააგრძელებენ.
გრიბოედოვის ქუჩიდან ჩამოსული ავტომანქანების ნაკადი ჯებირებით გაყოფილ რუსთაველის გამზირზე მოძრაობას ფილარმონიის მიმართულებით გააგრძელებს.
ბარათაშვილის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს თაბუკაშვილის ქუჩაზე და მოძრაობას გააგრძელებს სასტუმრო „რედისონისკენ“, ვარდების რევოლუციის სახელობის მოედნის გავლით, სასურველი მიმართულებით.
უშანგი ჩხეიძის ქუჩიდან გამოსული ნაკადი იმოძრავებს ჯებირებით გაყოფილ გალაქტიონის ხიდზე, საიდანაც სვლას გააგრძელებს მარჯვენა სანაპიროზე, ლაგუნა ვერეს მიმართულებით.
გამსახურდიას სახელობის სანაპირო იუსტიციის სახლთან ჯებირებით გაიყოფა და ავტომანქანები იმოძრავებენ ბარათაშვლის ქუჩის მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები