მეგან ფოქსის საყვარელ მამაკაცს, კოლსონ ბეიკერს, სასცენო ფსევდონიმით Machine Gun Kelly 34 წელი შეუსრულდა. იუბილე არტისტმა ხმაურიანად კლუბში აღნიშნა. ამ დღეს მასთან საყვარელი ქალი იმყოფებოდა, სტუმრებს შორის აგრეთვე იყვნენ, პოსტ მელონი, ავრილ ლავინის ექსი, Mod Sun და ემბერ როუზი.
წვეულების ფოტოები კოლსონმა ინსტაგრამზე გაავრცელა, ერთ-ერთ მათგანში ის მეგანთან ერთად პოზირებს.
ცნობისთვის, გასულ წელს მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ფოქსი საქმროს დაშორდა. ამის მიზეზი მუსიკოსის ღალატი გახდა. მედია აქტიურად წერდა იმის შესახებ, რომ ბეიკერმა მუსიკოსთან, სოფი ლოიდთან გააბა რომანი, თუმცა ფაქტია, წყვილი კვლავ ერთად არის.