LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: მამაკაცები, რომლებიც საჭმელს ამზადებენ და ალაგებენ, ქალებისთვის უფრო მიმზიდველები არიან

239
BeFunky-collage (2)

თუ თქვენს მამაკაცს სურს, რომ თქვენს თვალში უფრო მიმზიდველი გამოჩნდეს, სამზარეულოში დაასაქმეთ და საოჯახო საქმეების შესრულებაში დაიხმარეთ. მეცნიერების მტკიცებით, ასეთი კაცები ქალებისთვის უფრო სასურველები არიან.

კალიფორნიის უნივერსიტეტის სოციოლოგების, სკოტ კოლტრენისა და მიშელ ადამსის მიერ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ქალები იხიბლებიან ისეთი მამაკაცებით, რომლებიც ამზადებენ საჭმელს, ასრულებენ სახლის საქმეებს და ზრუნავენ სახლის სისუფთავეზე.

 

 

სოციოლოგების ამ მოსაზრებას ამტკიცებს მცირე ხნის წინ ჩატარებული კვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ წყვილები, რომლებიც საოჯახო საქმეებს თანაბრად იზიარებენ, უფრო ბედნიერები და კმაყოფილები არიან.

 

https://www.instagram.com/p/xD4NRZSdsL/?utm_source=ig_embed

 

ოჯახური ბედნიერების განმაპირობებელი მიზეზების შესწავლა მკვლევარების ინტერესის საგანი მუდმივად ხდება. მაგალითად, ექიმ გოთმანის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, როცა მამაკაცი სახლის საქმეებს აკეთებს, ამით სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატვას, რაც სერიოზული საფუძველია ოჯახის სიმტკიცისა და ბედნიერების.

 

https://www.instagram.com/p/BEJbtUHppRv/?utm_source=ig_embed

ოჯახში საქმიანი მამაკაცების კიდევ ერთი ბენეფიტი – როცა კაცი სახლის საქმეებს აკეთებს, მათ შორის, მონაწილეობას იღებს ბავშვის აღზრდაში, ეს კარგი მაგალითია პატარებისთვისაც.

როცა ბავშვი ხედავს, რომ მამა დედის მსგავსად აკეთებს საოჯახო საქმეებს, ისინი უფრო კომუნიკაბელურები და მეგობრულები არიან. ამასთან, მამის ამგვარი მისაბაძი მაგალითი ბავშვებს საზოგადოებაში კავშირების დამყარების უნარს უვითარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g