LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლა ლა ლენდის“ რეჟისორი Apple-ის შესახებ სერიალს გადაიღებს

77

ფილმ „ლა ლა ლენდის“ რეჟისორი, დემიენ შაზელი კომპანია Apple-ის შესახებ სერიალს გადაიღებს. პროექტის დეტალები მკაცრად არის გასაიდუმლოებული, თუმცა ცნობილია, რომ შაზელი თითოეული ეპიზოდის სცენარისტი და რეჟისორი გახდება. ამას გარდა, ის აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება.

შაზელისთვის ეს უკვე მეორე სატელევიზიო პროექტია. აქამდე ცნობილი გახდა, რომ Netflix-სთვის ის მუსიკალურ დრამაზე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს „ლა ლა ლენდმა“ ექვსი „ოსკარი“ მიიღო, მათ შორის ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისორი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები