„ხვალ ქუთაისში მაქვს ჩანიშნული სასამართლო, შეიძლება დაგვაპატიმრონ კიდეც“, – ამის შესახებ ლადო აფხაზავამ გურიაში, ახალი თეატრის მანიფესტის წარდგენისას განაცხადა.
„საქართველოში თუ ცვლილებებს აპირებთ, პირველად აუცილებლად დაგცინებენ, მერე უკვე გებრძვიან, მერე შენთან ერთად დგებიან და ერთად იბრძვით. ნუ დაიგვიანებთ, მალე იქნება შედეგი“, – განაცხადა ლადო აფხაზავამ სცენაზე სიტყვით გამოსვლისას.