მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძე ეხმაურება.
როგორც ლადო კახაძემ ჟურნალისტებთან კანდიდატის შეფასების დროს განაცხადა, მიხეილ ყაველაშვილი ძალიან კარგი პრეზიდენტი იქნება.
მდინარაძე ყაველაშვილზე: „სამშობლოს სიყვარულს და სამშობლოს ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება“
„მიხეილ ყაველაშვილი იქნება ძალიან კარგი პრეზიდენტი, იმიტომ, რომ თხემით ტერფამდე არის ქართველი და საქართველოს ინტერესი არის უპირველესი მისი ინტერესის თანხვედრი“, – თქვა ლადო კახაძემ.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს არის დანიშნული.
დადგენილების პროექტი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 26 ნოემბერს წარადგინა, ის 85 ხმით დაამტკიცეს.
პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს, 29 დეკემბერს გაიმართება.