LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაგოდეხში, საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდეს

63
lagodexi

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდეს.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილობრივების თქმით, ასაფეთქებელმა მოწყობილობამ დააზიანა სახლის ეზოში მდგარი ერთი ავტომობილი. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ფაქტი სოფლის ბაზრის სადაო ბიზნესწილების გაყოფას უკავშირდება.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მომხდართან დაკავშირებით დეტალებს „ფორტუნა“ შსს-სთან არკვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g