70 წლის ლაიონელ რიჩი ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მუსიკოსად და სიმღერების ავტორად ითვლება. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსი „დისნეისთან“ ერთად მიუზიკლს გამოუშვებს. მიუზიკლი არტისტის სიმღერების მიხედვით იქნება გადაღებული, მისი სახელწოდება კი რიჩის ცნობილი საცეკვაო ტრეკიდან, All Night Long იქნება აღებული.
ალბომი მუსიკოსმა „დისნეის“ ჯერ კიდევ იანვარში გადასცა. სცენარზე პიტ კიარელი მიუშაობს. ასევე ცნობილი გახდა, რომ მიუზიკლის პროდიუსერი თავად ლაიონელი იქნება.