LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლალი მოროშკინა: “ვფიქრობ, ფუჭია საუბარი ტურისტულ სეზონზე, უმძიმესი ვითარება იქნება კახეთში, სვანეთსა და თუშეთში…”

313
lalimoroshknnewsss

ლალი მოროშკინა, რომელსაც კახეთში სასტუმრო აქვს, ტურისტული სეზონის შესახებ წერს და იმ ზარალზე მიუთითებს, რომელსაც სასტუმროების მფლობელები ელოდებიან. მისი თქმით, ხალხს ხელისუფლებამ ფუჭი დაპირება არ უნდა მისცეს.

გაეცანით მის სტატუსს, რომელიც ახლახან გამოაქვეყნა:

“მეგობრებო!
უფლება მაქვს გავაკეთო შემდეგი განცხადება, რადგან თუ ვინმე დაზარალდა ამ სეზონზე,როგორც პაწაწინა სასტუმროს მეპატრონე, პირველ რიგში მე ვარ.
?ვფიქრობ ფუჭია საუბარი ტურისტულ სეზონზე და რაც მალე გაცხადდება ეს, მით უფრო გავიიოლებთ საქმეს
?ბანკებმა მოსთხოვეს სახელმწიფოს 1200000 შენატანი, რათა გადაუვადდეს მცირე ბიზნესს სესხები და ეს საუკეთესო წინადადებაა
?წელს იმუშავებენ ზღვის კურორტები, მაგრამ უმძიმესი ვითარება იქნება კახეთში, სვანეთში, თუშეთში და იმ ლოკაციებზე, რომელსაც ძირითადად უცხოელი ტურისტების კონტინგენტი სტუმრობდა.
?2-3 თვე მუშაობა ძალიან კარგია, მაგრამ ეს ყოველივე ფანტასტიკის სფეროდანაა.ნუ მივცემთ ხალხს ფუჭ დაპირებას.მით უმეტეს როდესაც სამეზობლოში მძიმე კლინიკაა.
?იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო გლობალისტებმა ეს სისხლისმღვრელი ომი ტრამპს მოუგეს, კოვიდის შტამი უფრო აქტიურად დაიყრება და შემოდგომა ნამდვილად მძიმე იქნება
?უმორჩილესად გთხოვთ, ჩართოთ კონდენცირება და უარი ვთქვათ პირბადეებზე, რომელიც გუდავს სუნთქვას, ამრავლებს სიცხეში პარაზიტებს და ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს!
?და ბოლოს 2-3 სულგაყიდული, გაზულუქებული, ხამი და სხვა ქვეყნის აგენტი ექიმის გამო, ნუ მივიტანთ აგრესიას სრულიად სამედიცინო პერსონალზე, რომლებიც მართლა კაპიკებზე მუშაობენ და ჩვენზე ზრუნავენ?”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები