ლალი მოროშკინას ინფორმაციით, 8 ოქტომბერს სანდრა რულოვსის მეთაურობით დესტრუქციული ქმედებები დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ იგი სოციალური ქსელით ავრცელებს.
”სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით
8ოქტომბერს, 8 საათზე, როგორც კი დაიხურება საარჩევნო უბნები, დაიწყება სანდრა რულოვსის მეთაურობით ნაც.ზონდერების ძალთა ორგანიზებული დესტრუქციული ქმედებები! თბილისში, ბათუმში,ზუგდიდში,ქუთაისსა და თელავში
1.ალყის შემორტყმა “ოცნების” და “პატრიოტთა ალიანსის” შტაბებზე
2.10 000-მდე მხარდამჭერის მობილიზაცია რუსთაველზე
3.ციხეში ბუნტის დაწყება
4.ჯარებში არეულობა
5.სატელევიზიო სიგნალის გათიშვა
6. “ოცნების” პარტიის ლიდერების განზრახ მკვლელობა
7. შსს სამინისტროში ჩანერგილების მიერ ხელისუფლების გადაბარება
8.აშშ სა და ევროპაში ცსკოს დამკვირვებლების უარყოფითი შენიშვნები
9.აშშ-ს ელჩის განცხადება,რომ იმედები გაუცრუვდა და საარჩევნო პროცესი არ წავიდა დემოკრატიული გზით
10.კოჰაბიტაციის შვილების გაერთიანება ბიძინა ივანიშვილის ერთგული ადამიანების წინააღმდეგ!
გამარჯობა რევოლუციურო ოქტომბერო! სადაც ვიწროა იქ გაწყდეს! ხსნა მხოლოდ ყველას არჩევნებზე მისვლაშია!”. – წერს სოციალურ ქსელში მოროშკინა.