LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლალი ტოტიკაშვილი: ”ყოველთვის მინდოდა, კაბრიოლეტი მყოლოდა”

630

ავტომობილი, რომელიც ლეგენდად იქცა და ყველა ეპოქის მოთხოვნებს გაუძლო – ასე ახასიათებენ ავტომოყვარულები ”ფორდ მუსტანგს”. მისი სერიული წარმოება ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოციან წლებში დაიწყო. ”ფორდის” დიზაინერებმა რეტრო ”მუსტანგიდან” მხოლოდ რამდენიმე დეტალი დატოვეს, თუმცა როგორც ამბობენ, ეს მოდელი, თავისი აგრესიული და მიმზიდველი გარეგნობით, არც ერთ ავტომოყვარულს ტოვებს გულგრილს.

”ფორდის” განახლებულ ცენტრში წარმოდგენილი 5.0 ლიტრიანი ძრავით და 6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი ყვითელი ”ფორდ მუსტანგი” ყველა იმ ფუნქციით არის აღჭურვილი, რომლებიც თანამედროვე ავტომობილებისთვის უკვე განუყოფელია.

ორზონიანი კლიმატკონტროლი, კრუიზკონტროლი, უკანა ხედვის კამერა, 8 ინჩიანი LCD მონიტორი, უგასაღებოდ შეღწევის სისტემა, წვიმის სენსორი, სავარძლების კლიმატკონტროლი – ეს იმ ფუნქციების არასრული ჩამონათვალია, რომლებითაც უახლესი ”ფორდ მუსტანგია” აღჭურვილი. “ფორდის ცენტრში” ამ მოდელის ფასი 56 000 დოლარია.

”ფორდ მუსტანგის” შესაძლებლობების უფრო ახლოს გასაცნობად, ”ავტოდილერი” ”ფორდის” განახლებულ ცენტრში მოდელ ლალი ტოტიკაშვილთან ერთად მივიდა, რომელიც საკმაოდ გამოცდილ მძღოლია და შესაძლებლობის შემთხვევაში, ავტომობილის სწრაფად მართვაზეც არ ამბობს უარს. იხილეთ სრულად (ფოტოგალერეა)…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g