კომპანია Lamborghini-ი ელექტრონული ჰიპერქარის საბოლოო ეტაპზე მუშაობს. მოდელის სახელია Vitola. ამის შესახებ ინფორმაციას, ოფიციალური საიტის ბმულით, გამოცემა AutoBild-ი აქვეყნებს.
ახალი მოდელი აგებული იქნება მოდულურ შასიზე J1, რომელიც სერიული ელექტროქარის Porsche Mission E-ს არქიტექტურის ბაზაზე იქნება აგებული. ახალი ,,ლამაზმანი’’ სწრაფი დატენვის სისტემით იქნება აღჭურვილი. Lamborghini Vitola-ს 100 კმ/სთ სიჩქარე 2.5 წამში შეუძლია, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ია.
მოსალოდნელია, რომ ჰიპერქარი წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით გამოვა. რაც შეეხება ზომებს და მისი გამოსვლის დეტალებს, ამ ეტაპზე ცნობები არ ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ მოდელის პროტოტიპი ჯერ კიდევ 2015 წელს გამოჩნდა, ელექტრონული სპორტქარი – Porsche Mission E ოფიციალურად 2020 წლისკენ გამოვა.
მოდელის ტირაჟით გათვალისწინებული რაოდენობა ჯერ-ჯერობით დაუდგენელია. ასევე უცნობია, თუ რომელ ქვეყნებში გაიყიდება იგი ოფიციალურად. მოდელი აღჭურვილია 600 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე ძრავით. კონცეპტ-ქარს 100 მეტრის განვითარება 3.5 წამში შეუძლია, ხოლო 200 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას 12 წამს ანდომებს.
გთავაზობთ ვიდეოს: