LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini Aventador მოძრაობაში გამოსცადეს (ვიდეო)

96

ავტოექსპერტბმა გადაწყვიტეს, რომ სუპერქარის Lamborghini Aventador აეროდინამიკა უკეთ შეემოწმებინათ და აღმოაჩინეს, რომ დამატებითი ელემენტების დამსახურებით ავტომობილის ძალა 40%-ითაა გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ Aerodinamica Lamborghini Attiva-ს კომლექტში წინა ბამპერის მართვის ელექტრო სისტემა და ასევე ძრავის თავსახურიც შედის. ეს ელემენტები დაახლოებით წამის მეასედში იხსნებიან და მოძრაობის რჩეული რეჟიმის მიხედვით ჰაერის ჭავლს მიმართულებას უცვლიან. სარბოლო Corsa-ში იგივე სისტემა ცოტა განსხვავებულად მუშაობს და მარცხენა და მარჯვენა მხარეებს არათანაბრად ტვირთავს. Lamborghini Aventador 12 ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავითაა აღჭურვილი და მისი ტევადობა 6,5 ლიტრია. აგრეგატის ძალა 770 ცხენის ძალას შეადგენს და 0-დან პირველი „ასეულის“ ასაკრეფად სუპერქარს 2,8 წამი სჭირდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები