LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini Aventador SVJ-მ ნიურბურგრინგი დაიპყრო

41

Lamborghini Aventador SVJ-მ ნიურბურგრინგი დაიპყრო. კომპანია Lamborghini-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც Aventador-ის მორიგი მიღწევაა აღბეჭდილი. მოდელის აბრევიატურა იშიფრება როგორც – Super Veloce Jota, რაც Miura 400 Jota-ს პროტოტიპს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ miura 70-იან წლებში, ერთადერთ ეგზემპლარად ტესტ-პილოტის ბობ უოლასომისთვის აიწყო. წინასწარი ინფორმაციით, სიახლე 6,5 მოცულობის V12 ძრავითაა აღჭურვილი და მისი სიმძლავრე 800 ცხენის ძალას უტოლდება. სუპერქარმა ასევე მოდერნიზებული ტრანსმისია, ძარის პანელი და აქტიური აეროდინამიკის კომპლექსი ALA-ც მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც Aventador SVJ Roadster იყო გამოსახული. თუმცა, კადრის ორიგინალობა საბოლოოდ არ დადასტურებულა და ავტომოყვარულებს იმედები გაუცრუვდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები