დასავლური მედიის ცნობით, 35 წლის ლანა დელ რეი 31 წლის კლეიტონ ჯონსზე დაინიშნა. ცოტა ხნის წინ, ლანა ჯიმი ფელონის ღამის შოუში იყო მიწვეული, სადაც მომავალი ალბომიდან Chemtrails Over The Country Club კომპოზიცია Let Me Love You Like a Woman შეასრულა. აღსანიშნავია, რომ მომღერალს ნიშნობის ბეჭედი ეკეთა. სწორედ ეს გახდა მითქმა-მოთქმის მიზეზი. წყვილს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.
ცნობისთვის, წყვილმა ერთმანეთი გაცნობის აპლიკაციის საშუალებით გაიცნო.