LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანა ღოღობერიძე: „ასეთი გახლეჩილი საზოგადოება ხელს უწყობს იმას, რომ ისევ იმათ ხელში ჩავცვივდეთ და დავკარგოთ ის, რაც სისხლის ფასად მოვიპოვეთ. ახლა იმ დროის ნოსტალგია, უბრალოდ, წარმო­უდგენელია“

273
ლანა ღოღობერიძე

„ასეთი გახლეჩილი საზოგადოება, ასეთი პოლარიზებული, ხელს უწყობს იმას, რომ ისევ იმათ [საბჭოთა სისტემის] ხელში ჩავცვივდეთ და დავკარგოთ ის, რაც სისხლის ფასად მოვიპოვეთ“, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, ლანა ღოღობერიძემ განაცხადა.

რეჟისორმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, სხვა პირად და კინოს განვითარების საკითხებზე საუბრისას, საბჭოთა სისტემის პარადოქსულობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მაშინ, „ყველაფერი იქითკენ იყო მიმართული, რომ დაეთ­რგუნათ თავისუფალი აზრი ანუ შემოქ­მედება, საერთოდ, ადამიანი“.

ლანა ღოღობერიძე საბჭოთა სისტემაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ ამბობს:

„პირველ კლასში ვიყავი და მახსოვს, ზეიმებზე სულ ლექსებს მათქმევინებდნენ. ერთ დღესაც შემოვიდა მასწავლებელი და სხვა ბავშვებს დაუძახა რეპეტიციაზე. არადა, მე ვემზადებოდი ფრანგული ლექსის წასაკითხად.

მახსოვს, როგორ გამიკვირდა მასწავლებლის ეს საქციელი. მან ცალკე გამიყვანა და მეუბნება, იცი, რა, ლანა, არ გეწყინოს, ჩვენ აკრძალული გვაქვს წავაკითხოთ ლექსი ბავშვს, ­ რომელსაც მამა ჰყავს დაჭერილი, შენ კი მამაც დაჭერილი გყავს და დედაცო. ეს ყველაფერი იმდენად არანორმალურია ადამიანის ცხოვრებისთვის, რომ რა გითხრათ…

მაშინ ეს მილიონობით ადამიანის ხვედრი იყო, უამრავი ბავშვი დარჩა უდედოდ. ამიტომ იყო ის სამყარო­ ასეთი შეუბრალებელი, ტერორსა და ძალა­დობაზე დამყარებული. ამიტომ ახლა იმ დროის ნოსტალგია, უბრალოდ, წარმო­უდგენელია.

ლანა ღოღობერიძე: „ხელისუფალთ არ ესმით, რომ მათი წინააღმდეგობა განწირულია.. გგონიათ, რომ წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ სულისკვეთების ჩაკვლას? ქედს ვიხრი ქართველი ხალხის უკვდავი სულისკვეთების წინაშე, რომელიც დღეს რუსთაველზე შეუპოვრად მდგომ ყოველ პიროვნებაშია განსხეულებული“

მერწმუნეთ, არაფერი შეედ­რება შენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. დღევანდელმა ახალგაზრდებმა, ყველამ, უნდა იცოდნენ, რომ ეს ისეთი მონაპოვარია, მისი დაკარგვა არ შეიძლება.

„ახალგაზრდები ქმნიან ახალ საქართველოს…არჩევნებზე საბოლოოდ გადაწყდება ქვეყნის ბედი, საით მიდის საქართველო“- ლანა ღოღობერიძე და კახა კინწურაშვილი სტუდენტებს შეხვდნენ

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე დღეს, თეატრალურ უნივერსიტეტში, სტუდენტებს შეხვდა. რეჟისორის თქმით „ახალგაზრდები ქმნიან ახალ საქართველოს"

ამისათვის გვჭირდება ერთიანობა, რაც დღეს არ არის. ასეთი გახლეჩილი საზოგადოება, ასეთი პოლარიზებული, ხელს უწყობს იმას, რომ ისევ იმათ ხელში ჩავცვივდეთ და დავკარგოთ ის, რაც სისხლის ფასად მოვიპოვეთ.

საბჭოთა სისტემა ძალიან პარადო­ქსული იყო. ერთი მხრივ, ყველაფერი იქითკენ იყო მიმართული, რომ დაეთ­რგუნათ თავისუფალი აზრი ანუ შემოქ­მედება, საერთოდ, ადამიანი.

მეორე მხრივ, მაინც ყველანაირი შესაძლებლობა­ გვქონდა გამოგვეთქვა ის, რაც გვინდოდა, მიუხედავად უმკაცრესი ცენზურისა,­ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მოსკოვში იყო ცენტრალიზებული, განსაკუთრებით, კინო. ჯერ სცენარი, მერე გადაღებული მასალა, მერე ფილმი – ყველაფერი მოსკოვში იფილტრებოდა.“ – ამბობს ლანა ღოღობერიძე.

ინტერვიუს სრული ვერსია – „კვირის პალიტრა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები