LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანა პაპიძე: თორნიკეს სისხლი ყველა ნაფიცი მსაჯულის კისერზეა (ვიდეო)

290

მაგდა პაპიძის დამ განაცხადა, რომ პროკურატურამ მათი ყველა მოწმე დააშინა. ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, სასამართლოს ეზოსთან მცირე ინციდენტი მოხდა. ბრალდებულის დედა, ლია შამუგია ცდილობდა, ლანა პაპიძე მანქანაში ჩაესვა, თუმცა იგი  წინააღმდეოგობას უწევდა და განაცხადა, რომ „თორნიკეს სისხლი ყველა ნაფიცი მსაჯულის კისერზეა.“

“პროკურატურამ დამიშინა ყველა მეგობარი. გვემუქრებოდა ჩვენ, ჩემს ქმარს. პროკურატურას ყველა კარგად ჰყავდა დამუშავებული. თორნიკეს სისხლი ყველა ნაფიცი მსაჯულის კისერზეა”, – აცხადებდა ლანა პაპიძე.

ნაფიცმა მსაჯულებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. მათ თითქმის ორსაათნახევრის მანძილზე იმსჯელეს და თორმეტივე მათგანმა პაპიძე ოჯახური დანაშაულის ჩადენასა და განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

ვერდიქტს ტაშით შეხვდნენ მოკლული ომარ ქაფიაშვილის ახლობლები, დარეჯან მინდიკაურმა ამის შემდეგ მაგდა პაპიძეს მკვლელი უწოდა.

სასჯელის დანიშვნის სხდომა მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ 6 ივლისს 11 საათზე დანიშნა. ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. სასჯელის ზომას, ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლე განსაზღვრავს.

https://www.youtube.com/watch?v=l9MCbn5By5M