ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, ჯიხანჯირში მე-4 კლასელ ბავშვს ეძებენ.
ამის შესახებ სარიშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა და აღნიშნა, რომ მეწყერმა მუნიციპალიტეტში დაახლოებით 10 სახლი ჩაიტანა.
„ჯიხანჯირში ეძებენ მოზარდს, მე-4 კლასელი ბავშვია დაკარგული, სახლი ჩაიტანა მეწყერმა.
დაახლოებით 10 სახლია მუნიციპალიტეტში მეწყერიდან ჩატანილი და დანგრეული.
დანარჩენზე ინფორმაციას მოგაწვდით.
მთელი ღამე წვიმა არ გაჩერებულა, ახლაც წვიმს.
მეწყერი ძალიან ბევრ ადგილზეა ჩამოწოლილი. ტექნიკის მობილიზაციას ვაკეთებთ, რომ დაიწყოს წმენდა. რამდენიმე ადგილზე უკვე დაწყებულია წმენდა. ცენტრალური გზები და შიდა სასოფლო გზები, ბევრ ადგილზეა მეწყერი ჩამოწოლილი,“ – აცხადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი.