ლანჩხუთს სტიქია უტევს. “გურიანიუსის” ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარეებმა ნინოშვილში, ჩოჩხათში, ლესაში და ჭინათში ხიდები წაიღო. განადგურებულია სავარგულები და დახოცილია შინაური ფრინველი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის თქმით, სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა საკმაოდ დიდია:
“კომისიები მუშაობენ ადგილებზე. ამ მონაცემებით, ზარალის ოდენობა მილიონ ნახევარ ლარზე მეტს შეადგენს”,_ აღნიშნა ურუშაძემ.
