კომპანია Land Rover-მა ახალი თიზერი გაავრცელა, რომელშიც მოდელის – Discovery-ის შემდეგი თაობის დიზაინია წარმოდგენილი. ახალი ავტომობილის საჯარო პრემიერა სექტემბრის ბოლოს პარიზის ავტოსალონზე შედგება.
შემდეგი თაობის Discovery განსხვავდება სერიის წინა მოდელებისგან. განახლებული ,,ლამაზმანი’’ შესრულებული იქნება Discovery Sport-ის სტილით, ასევე ახალ მოდელში შესამჩნევია კონცეპტ-ქარის Discovery Vision-ის ელემენტები, რომელიც 2014 წლის გაზაფხულზე იხილეს ავტომოყვარულებმა. რაც შეეხება ავტომობილის კონფიგურაციასა და სალონის სტილს, ორივე დეტალი Discovery Sport-ის ვერსიას ძალიან ჩამოჰგავს. Land Rover Discovery-ის კონსტრუქცია უმეტესწილად გადაწყვეტილი იქნება ალუმინში, რისი წყალობითაც მოდელის მასა 2622 კილოგრამია.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა კომპანიის 2017 წლის გეგმების შესახებ. Land Rover-ი ექსტრემალური მოდიფიკაციის წარმოებას გეგმავს, რომელიც Discovery-ს მოდიფიკაცია იქნება. ამ შემთხვევაში მოდელი გაძლიერებულ მონაცემებთან ერთად, შესაძლო სხვა მასალის კონსტრუქციითაც იქნეს წარმოდგენილი.