LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Land Rover-მა სანტა კლაუსისთვის სახლი ააშენა (ვიდეო)

42

კომპანია Land Rover-მა დანიურ არქიტექტურულ ფირმა LUMO-სთან ერთად ორ ადგილიანი საცხოვრებელი ააგო. ხის ფარდული, რომელიც დაშლილ მდგომარეობაში ყველგანმავალ Discovery Sport-ის საბარგულში ეტევა, სანტა კლაუსს ხანგრძლივ საშობაო მოგზაურობაში უნდა დაეხმაროს.

სახლი მინუს 20 გრადუს ყინვას უძლებს, კონსტრუქციაში ფიჭვი და სხვადასხვა ჯიშის ხეა გამოყენებული.

ფარდულის ფართობი დაახლოებით 3,5 კვადრატული მეტრია. მასში ორი ადამიანი ეტევა, კომფორტისთვის ”სახლს” აქვს თბილი პლედები, მზის ელემენტი სახურავზე და 12 ვოლტიანი როზეტი.

სანტა კლაუსის ფარდულს კომპანია Land Rover-ის თხოვნით პროფესიონალ ალპინისტი, კენტონ კული გატესტავს. ევერესტის 12-ჯერ დამპყრობელი ამბობს, რომ ფარდული ”წარმოუდგენლად მყარია”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები