თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი კორონავირუსის გართულებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ერთადერთი დაცვა შესაძლოა, ვაქცინაცია იყოს.
„მინდა უზარმაზარი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელსაც ხელით ვეჭირე და მექაჩებოდა, მათრევდა იმ მორევიდან, რომელშიც ვიძირებოდი“, – ამბობს თინა ხიდაშელი.
მან საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
“მადლობა ყველას, ვინც მწერდა, მირეკავდა, მამხნევებდა და გადარჩენის საშუალება მომცა. მადლობა ჟურნალისტებს, რომელთა მხრიდანაც დიდი იყო ყურადღება.
ლაპარაკი ვისწავლე, იმედია, სიარულსაც ვისწავლი.
აიცერით, ხალხო. ამ დაავადებას არ აქვს ბარიერი. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, მოუყოლადი ამბავია ჩემი ისტორია. ყველა ორგანო მოიარა, თუკი რამე არსებობს, ლაპარაკი ვისწავლე, სიარული ჯერ არ მისწავლია. ამიტომ აცრა არის ერთადერთი პასუხი იმისთვის, რომ ამ მდგომარეობაში არავინ აღმოჩნდეს”. – ამბობს თინა ხიდაშელი „ფორმულას“ ეთერში.
