LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლაპის ლაზულის“ მარშრუტით ავღანეთიდან წამოსულმა პირველმა ტვირთმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა

traileri_tvirti

საპილოტე გადაზიდვის ფარგლებში ,,ლაპის ლაზულის“ მარშრუტით საქართველოში 9 სატვირთო საავტომობილო საშუალება შემოვიდა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პირველი საპილოტე მარშრუტით ავღანეთიდან თურქეთის დანიშნულებით სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ბამბის ნართი გადაიზიდება.

„ეს გახლავთ ავღანეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი, რომელსაც ეწოდება „ლაპის ლაზულის“ კორიდორი. მნიშვნელოვანია, რომ ამ დერეფანში ტვირთმა შეუფერხებლად იმოძრაოს. კორიდორის შემდგომი განვითარება სატესტო რეჟიმში განხორციელებული გადაზიდვის წარმატებაზეა დამოკიდებული, რათა ტვირთების გადაზიდვა მისი საშუალებით რეგულარულად განვახორციელოთ. ცხადია, ეს ჩვენს ინტერესებში შედის“, – აღნიშნა აკაკი საღირაშვილმა.

მისივე თქმით, პროექტში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები, საბაჟო უწყება, ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო და კორიდორის წევრი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები.

აკაკი საღირაშვილის შეფასებით, ,,ლაპის ლაზულის“ მარშრუტის ამოქმედება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარებასა და დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები