LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარი დღეს ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს – ბანკებში დოლარი 2.99 ღირს

716
f503852bcf8e1a4099c03ecdb7a07d8c-XL

13:35 საათისთვის ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 2.94 ლარი ღირს. ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯერჯერობით სავაჭრო სისტემაში ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება.

ბლუმბერგზე ლარის კურსის გაუფასურება, კომერციულ ბანკებში უკვე აისახა და ერთი დოლარის ღირებულება 2.99 ლარს გასცდა.

ამ დროისთვის “თიბისი ბანკში” დოლარის ყიდვა 2.9950 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო ევრო 3.3460 ლარი ღირს.

2.996 ღირს დოლარი “საქართველოს ბანკშიც”, ევრო კი 3.347 ლარად ივაჭრება.

ბოლო პერიოდია, დოლარი ყოველდღიურად საკუთარ ანტირეკორდს ხსნის. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღეს ლარის გაუფასურება “ნაციონალურ მოძრაობას” დააბრალა.

„ტურიზმის სექტორი საქართველოში არის ყველაზე ზრდადი, ამასთანავე ეს არის სექტორი, სადაც ინკლუზიურობა, ანუ მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც ჩართულია ამ სექტორში, არის ყველაზე მაღალი. ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ტემპი ტურიზმის ზრდის თვალსაზრისით. შემდეგ ავანტიურისტებმა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ და მის ბელადს, ასევე რაც ვნახეთ ბოლო თვეების განმავლობაში, გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს დადებითი დინამიკა, რაც ჩვენ გვქონდა ეკონომიკაში, გამხდარიყო დიდი ნეგატივის წყარო“, – განაცხადა ბახტაძემ.

ბახტაძის შეფასებით, ტურიზმზე, რომელიც ქართული ეკონომიკის მთავარი ლოკომოტივია, გავლენა 20 ივნისის მოვლენებმაც იქონია.

 

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმად, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. ამასთან, ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა. ეს ყველაფერი კი “გავრილოვის ღამეს” მოჰყვა.

აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები

აკრძალვის შემდეგ, რუსი ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში შემცირდა, რამაც ეკონომიკაზე მოლოდინების მიხედვით, უარყოფითი გავლენა უნდა მოახდინოს. სწორედ ამ მოლოდინებს უკავშირებენ ექსპერტები ლარის გაუფასურებას.

ნახეთ ასევე: ამ მთავარი შეცდომის მიზეზებს ვიმკით – გიორგი კეპულაძე ლარის კურსის პანიკაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g