დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3332 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2897 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0435 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8812 ლარია, დღეს მოქმედი კურსი 3.8292 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0520 ლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ მიუხედავად ეროვნული ბანკის ინტერვენციებისა, ლარის კურსს პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი მოლოდინები მართავს.