LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის სტაბილური კურსი რომ არა, ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა – ფხაკაძე

68
f83688b4a2b4c557c5c479faabad20d5-XL

ლარის სტაბილური კურსი რომ არა, ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს. მისივე განმარტებით, ბიზნესის ნომერ პირველი პრობლემა ყოველთვის იყო ლარის გაუფასურება.

„დღეს რაც ხდება ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ბიზნესასოციაცია არის ქვეყნის ბიზნესის 75%. ბოლო წლები, როცა ჩვენ ვაკეთებთ გამოკითხვას, ბიზნესის ნომერ პირველი პრობლემა ყოველთვის იყო ლარის გაუფასურება. ასეთ დროს ასოციაცია, რასაკვირველია, ყველა ღონეს იხმარდა, რომ მიეღწია იმ ვითარებისთვის, რაც დღეს არის და ეს მიღწეულია ყველას ერთობლივი ჩართულობით,“ – განმარტა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, ზედიზედ თითქმის ოთხი კვირაა ლარი გამყარების ტრენდს ინარჩუნებს. 6 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0967 ლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g