პოპულარული ტელეწამყვანი ლარისა გუზეევა იშვიათად ახერხებს ოჯახისთვის და განსაკუთრებით შვილისთვის დროის გამონახვას, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წამყვანსა და მის 23 წლის ვაჟს შორის ცუდი ურთიერთობაა.
ტელეშოუს ”მოდი დავქორწინდეთ” პოპულარული ვარკსვლავი გადატვირთული გრაფიკის გამო, თითქმის ვერასდროს ახერხებს შვილთან ურთიერთობას, ეს კი ნეგატიურად მოქმედებს 23 წლის მოზარდზე, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მოზარდს საკუთარი პირადი ცხოვრება აქვს.
როგორც ირკვევა, გიორგი და მისი შეყვარებული რამდენიმე თვეა საცხოვრებლად ცალკე გადავიდნენ და პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლებას ლარისასაც კი არ აძლევენ. ამას კი ტელესახე დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი სრულიად ნორმალურია.
”მომწონს თუ არა ჩემი შვილის შეყვარებული? რა თქმა უნდა მომწონს. მე ხომ ღმერთი არ ვარ, მხოლოდ ღმერთს შეუძლია წაართვას მათ ის ბედნიერება, რომლითაც ისინი ტკბებიანი. თუმცა, მათი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება” – აცხადებს ლარისა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტელეწამყვანი მოზარდებს ოჯახის შექმნისგან თავის შეკავებას ურჩევს და ამბობს, რომ ისინი ჯერ პატარები არიან…