LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა აბაშიძე ჩინეთიდან ჩამოსულ მატარებელს ახალქალაქში დახვდა

437
ლაშა აბაშიძე

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი დაათვალიერა.

ლაშა აბაშიძე ახალქალაქში ჩავიდა და არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. შეგახსენებთ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე მატარებლები სატესტო რეჟიმში მოძრაობენ.

გენერალური დირექტორის ვიზიტის დროს, ახალქალაქის სადგურში ჩინეთიდან მომავალი მატარებელი შემოვიდა, რომელიც თურქეთის გავლით ევროპის მიმართულებით გადაადგილდება.

აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთის სრულად ამოქმედება სატვირთო გადაზიდვების მნიშვნელოვნად ზრდას შეუწყობს ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g