LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა აბაშიძე რკინიგზის თანამშრომლებს ხაშურსა და სამტრედიაში შეხვდა

372
ლაშა აბაშიძე

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ხაშურისა და სამტრედიის დეპოები დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებს გაესაუბრა.

ლაშა აბაშიძემ ადგილზე დასაქმებული რკინიგზელებისგან პირადად მოისმინა არსებული პრობლემები და გამოწვევები. საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი საამქროებში მიმდინარე ტექნიკურ სამუშაო პროცესს დაესწრო.

ლაშა აბაშიძის განმარტებით, სავაგონო და სალოკომოტივო პარკის გაუმჯობესება კომპანიის ეფექტიანობის გაზრდის წინაპირობაა. გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, რკინიგზის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას არსებითი მნიშვნელობა მიენიჭება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g