რუსთაველის თეატრთან შეკრებილებმა, მსახიობებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს.
მათი თქმით, თეატრის დარბაზში უნდა ესაუბრათ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე, მაგრამ „რობერტ სტურუამ არ ისურვა“.
„ეს შენობა ეკუთვნის ხალხს. რუსთაველის თეატრი ხალხის სამსახურში იყო სულ! რობიკო სტურუას “რობოკოპები” იცავენ”, – აღნიშნა მწერალმა ლაშა ბუღაძემ და აღნიშნა, რომ გზის გადაკეტვა სიმბოლური აქტი იყო.
ისინი ახლა მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ მიდიან.
ისინი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის მიზნით დანიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ იდეალებისთვის და საქართველოს მომავლისთვის მებრძოლი, აქციების დროს დაკავებულები, ასევე „შეწყდეს ძალმომრეობა”.