LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ბუღაძე: „ჰომოფობზე დიდი გოიმი და ზეზეული ქაჯი არ არსებობს ამ პლანეტაზე…“

483
lashabugadzenews

მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში ჰომოფობიის საკუთარ განმარტებას გვთავაზობს და მას ქაჯობასთან აიგივებს:

„მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უნდა ვთქვათ, რომ ჰომოფობი (თუ რაცაა), მხოლოდ ბნელი, ან დუგინ-პრიმაკოვების მიერ დაფინანსებული აფერისტი კი არა, ცნობილ ურბანისტულ ჟარგონს რომ მივმართოთ, რაღაცა წარმოუდგენელი სიდიდისა და სიღრმის გოიმია, სირცხვილისგან გამაწითებელი ზე-ქაჯი და უიმედოდ უკულტურო და ცივილიზაციას მოწყვეტილი უწიგნური (ამ სიტყვის უფართოვესი გაგებით). ვწუხვარ არაპოლიტკორექტულობისათვის, მაგრამ ჰომოფობზე დიდი გოიმი და ზეზეული ქაჯი არ არსებობს ამ პლანეტაზე… მარსზე არ ვიცი, რა ხდება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები