ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში თავისი საყვარელი კატის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ის დაიკარგა. მწერალი საზოგადოებას მის მოძებნაში დახმარებას სთხოვს.
„მეგობრებო, სალამი! ესაა ჩემი უსაყვრალესი ფისო სოლომონი, რომელიც 6 წელია ჩვენთან ცხოვრობს და ნახევრად ქუჩისაა (ვერც ვაკადრებ ისე ამ სიტყვებს), კვირაზე მეტია არ გამოჩენილა, – ნერვებმოშლილი კი იყო, რადგან სხვა კატებიც დაეჩვიენ ჩვენს ეზოს, მაგრამ ამდენი ხნით გაქრობა არ ჩვეოდა. მთაწმინდის მკვიდრია – ზალდასტანიშვილის და კაკაბაძეების ქუჩას არ გასცდენია არასდროს. ამ ღირსეულ ფოტოზე ცოტა პატარა კია, მაგრამ იგივეა მაინც… წითელი ყელსაბამი აქვს შებნეული. თვალი თუ მოკარით ვინმემ, გადაეცით, რომ ველოდები და ნუ მებუტება!“