LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ჩხარტიშვილი: „ფოთის თეატრს ახალ რეპერტუარში „სამი გოჭი“ აქვს. რაღა დროს „სამი გოჭია“?“

76
lashachxartishvili45

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი ნიკოლოზ წულუკიძის ახალ რუბრიკას ესტუმრა, სადაც ქართული თეატრების დღევანდელ მდგომარეობას კრიტიკული თვალით განიხილავდნენ.

ლაშა ჩხარტიშვილმა აღნიშნა, რომ ფოთის თეატრში, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე გახლდათ, ახლახან გამოქვეყნდა ერთი თვის სპექტაკლების ჩამონათვალი, სადაც „სამი გოჭიცაა“, რომელიც უკვე აღარსად აღარ იდგმება.

ლაშა ჩხარტიშვილი:

„მესმის, რომ რეგიონში, სადაც არ არის თოჯინების თეატრი, უნდა იყოს საბავშვო რეპერტუარი, სეგმენტი უნდა გააფართოვოს თეატრმა, მაგრამ მთლიანად რეპერტუარის აგება საბავშვო სპექტაკლებსა და ზღაპრებზე და მათ შორის „სამ გოჭზე“, რომელიც აგერ თბილისის თოჯინების თეატრსა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებს აღარ აქვთ რეპერტუარში და რაღა დროს „სამი გოჭია“, ხომ?! და ამას ვხედავთ კვლავ რეპერტუარში, ეს ჩემთვის მისაღები და მოსაწონი აღარ არის. 80% ასეთი პიესებია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები