LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ჩხარტიშვილის წიგნის „უახლესი ქართული თეატრის ტენდენციები“ პრეზენტაცია შედგება

1143
lashachxartishvili5

4 ივნისს, 14.00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახელე – კულტურის ისტორიის მუზეუმში გაიმართება თეატრის მკვლევრის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ლაშა  ჩხარტიშვილის დამხმარე სახელმძღვანელოს „უახლესი  ქართული  თეატრის  ტენდენციები“ (2001-2020) პრეზენტაცია.

წიგნში განხილულია უახლესი ქართული თეატრის ისტორიის (ბოლო ოცწლეულის) მნიშვნელოვანი მოვლენები და საკითხები. ავტორი   მსჯელობს  ისეთ  პრობლემებზე,  როგორიცაა: თანამედროვე და უახლესი თეატრის  დეფინიცია და საზღვრები,  თანამედროვე  თეატრის რაობა, უახლესი  ქართული  თეატრის  ძირითადი  ტენდენციები,  შემოქმედებითი  პრობლემები,  სარეპერტუარო  პოლიტიკა,  ექსპერიმენტები  ტრადიციულ  და  ალტერნატიულ  სივრცეში,  უახლესი  ქართული  დრამატურგიის ტენდენციებსა  და  მისი  ინტერპრეტაციის საკითხებზე  სცენაზე.

ავტორის ყურადღების მიღმა არ რჩება უახლეს ქართულ თეატრში გამოვლენილი თითქმის არც ერთი ფაქტი, მოვლენა თუ ტენდენცია. კერძოდ, თანამედროვე ქართულ დრამატურგიასა და მის წინაშე მდგარი პრობლემები, ქართული კლასიკური თუ თანამედროვე დრამატურგიის სცენური ინტერპრეტაციის საკითხები, საფესტივალო და სარეპერტუარო პოლიტიკა, სადადგმო და საშემსრულებლო კულტურა, ცენზურისა და თვითცენზურის, ტაბუირებული თემების დაძლევის საკითხები. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თეატრმცოდნეობის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა თანამედროვე თეატრის რაობა, მისია, ამოცანები. ნაშრომის ერთი თავი ეთმობა თანამედროვე სათეატრო კრიტიკას, მის როლსა და დანიშნულებას, მის წინაშე არსებულ პრობლემებს.

წიგნი გამოსცა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომეცმლობამ „კენტავრი“; რედაქტორი: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი მაკა ვასაძე, რეცენზენტები, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები, პროფესორები გიორგი ცქიტიშვილი და მარინა ხარატიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები