LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა გურული: „ერთმა კოცნამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა. ნოემბერში 8 წელი გახდება, რაც ერთად ვართ…“

400
ლაშა გურული

მოკრივე ლაშა გურული პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. ქართულ კრივს 24-წლიანი პაუზის შემდეგ, ოლიმპიური მედალი მოუტანა. ლაშას საგულშემატკივროდ პარიზში მეუღლემ – მარიამ მუმლაძემ ჩააკითხა და მხარდაჭერის ორიგინალური ფორმით, იქ მყოფი საზოგადოების ყურადღებაც მიიქცია. ჟურნალმა „გზამ“ ცოლ-ქმართან ინტერვიუ შემოგვთავაზა.

ლაშა გურული:

– ჯერ ყველაფერი ბოლომდე კიდევ ვერ გავაანალიზე. მინდა, დავისვენო და სამომავლო გეგმა გავწერო. ახლა კი სიამოვნებას ვიღებ ჩემი ხალხისგან – იმ ადამიანებისგან, რომლებიც ქუჩაში მხვდებიან, მილოცავენ, მეფერებიან, მაფასებენ. ბავშვობიდან ვოცნებობდი ოლიმპიადაზე გამოსვლას. წლების განმავლობაში, ტელევიზიით ყველა ოლიმპიადას ვუყურებდი, კრივს განსაკუთრებით ვგულშემატკივრობდი. 2000 წლის შემდეგ, ქართველებს ამ სპორტში ოლიმპიური მედალი არ გვქონდა აღებული, ეს მე შევძელი და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ეს მედალი ჩემთვის ოლიმპიური ჩემპიონობის ტოლფასია. მიხარია და ბედნიერი ვარ, მედალი რომ ავიღე, ამავე დროს ვერ მაკმაყოფილებს ეს შედეგი. ჩემი მომავალი გეგმა დამოკიდებული იყო ამ ოლიმპიადაზე რას მივაღწევდი. მაქვს სურვილი, შემდეგ ოლიმპიურ თამაშებში მივიღო მონაწილეობა და ოქროს მედლისთვის ვიასპარეზო.

– 4 წელში ოლიმპიური ჩემპიონობა მოგველოცოს! ახლა კი 4 აგვისტოს ასპარეზობას დავუბრუნდეთ, ამ დღეს როგორი იყო თქვენი ემოცია?

– სხვა ტურნირებთან შედარებით, ფსიქოლოგიურად გამორჩეულად მაღალ დონეზე ვიყავი მომზადებული. ნებისმიერი მომენტით და წუთით მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებდი, თუნდაც ბრძოლის დროს. ყველაფერი გააზრებული მქონდა, როგორც მე მინდოდა სამშობლოში გამარჯვებული დავბრუნებულიყავი, იგივე სურვილი ჰქონდა მოწინააღმდეგესაც. მართალია, იქ ყველა შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, მაგრამ რაღაც მომენტში გჯობნის მოწინააღმდეგე. რაც მთავარია, ღირსეულ ბრძოლაში დავმარცხდი, ჩემმა მეტოქემ გაიმარჯვა და მას ვულოცავ ამ გამარჯვებას!

– ვიცი, ამ დღეს პარიზში თქვენს საგულშემატკივროდ მეუღლე – მარიამ მუმლაძე ჩამოვიდა. ეს დაგეგმილი გქონდათ თუ სიურპრიზი იყო?

მარიამი:

– როდესაც ლაშას გვერდით ვარ და მაქვს შესაძლებლობა ტრიბუნიდან გავამხნევო, ეს ემოციურად ჩემთვის გაცილებით ადვილია და ბევრად მშვიდად ვარ. როცა მის ასპარეზობას ეკრანიდან ვუყურებ, უფრო ვნერვიულობ, ეს მეტად მიჭირს. ჩემთვის მთავარი იყო, მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე ლაშას გვერდით ვყოფილიყავი და გამემხნევებინა.

ლაშა:

– მე და მარიამი სულიერად ძალიან ახლო ადამიანები ვართ. დაგეგმილი გვქონდა, როდესაც საპრიზო ბრძოლა მექნებოდა, მარიამი ჩამოვიდოდა და ოლიმპიურ თამაშებს დაესწრებოდა. რინგზე რომ გავდივარ, კამერები მიღებს, ამ დროს ყოველთვის ვფიქრობ, ახლა მარიამი ეკრანიდან მიყურებს, მაგრამ როდესაც ეს ადამიანი იქვე ახლოს, ტრიბუნაზე მეგულება, ამაზე აღარ ვფიქრობ, ბრძოლაზე მეტად კონცენტრირებული ვარ.

– მიამბეთ, თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

– ჩვენ ერთმანეთი 2016 წელს, საერთო მეგობართან გავიცანით. ერთი წელი მეგობრები ვიყავით. ერთმანეთი უფრო ახლოს რომ გავიცანით, თვისებები, ღირებულებები კარგად გავიგეთ, შემდეგ ჩვენ შორის სიმპათიაც გაჩნდა. თანდათან მივხვდით, ერთმანეთი მოგვწონდა და ერთმა კოცნამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა. ნოემბერში 8 წელი გახდება, რაც ერთად ვართ.

– მარიამ, თქვენ ის ერთი კოცნა როგორ გახსოვთ?

ლაშა:

– სანამ მარიამი იტყვის, მე დავასწრებ. მარიამი ვიზუალურად ყოველთვის გამოირჩეოდა, მისი იმიჯი, კულტურული მანერები ყოველთვის მომწონდა. თავისუფალი გოგო იყო, უაზრო კომპლექსები არ ჰქონდა. იყო გაწონასწორებული, თავშეკავებული და იცოდა, სად როგორ მოქცეულიყო. მე ძალიან ზედმეტად „გრუზინი” ვიყავი, ისეთი შეხედულებები მქონდა, გოგონებს ყველაფერს რომ უშლიან. დაკომპლექსებული ვიყავი. მე და მარიამი ორი სხვადასხვა პოლუსი, ორი უკიდურესობა, სხვადასხვა თაობის ადამიანები ვიყავით. ერთმანეთს თანდათან დავუახლოვდით. რომ ვაკოცე, ვფიქრობდი, ახლა რას ვაკეთებ, რა მინდოდა, მეგობარიც დავკარგე-მეთქი, ჩვენი ერთად ყოფნაც ვერ წარმომედგინა. რიგ საკითხებთან დაკავშირებით, დამახინჯებული შეხედულებები მქონდა. მერე ჩვენ ერთმანეთისთვის ფიქრების გაზიარება დავიწყეთ, როგორ ვხედავდით მომავალს, რა გვინდოდა, როგორი ოჯახზე ვფიქრობდით… ეს კი ჩვენი ურთიერთობის მთავარი იარაღი აღმოჩნდა… მე და მარიამი ერთნაირ ოჯახებში ვართ გაზრდილები, ჩვენი მშობლები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ჩვენ სამი ძმა ვართ, მათთან სამი დაა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g